უკრაინაში უკვე მიმდინარეობს შიდა წარმოების 55 მმ-იანი კალიბრის ჭურვების ექსპერიმენტული ნიმუშების ტესტირება და მასობრივი წარმოების დაწყება მომავალი წლიდან იგეგმება. ამის შესახებ უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ალექსანდრე კამიშინმა განაცხადა.
„უკრაინამ დაიწყო 155 კალიბრის ჭურვების შემუშავება. ჩვენ უკვე გვაქვს პროტოტიპები, რომლებიც გამოცდაზეა. მომავალ წელს ვგეგმავთ მასობრივი წარმოების დაწყებას," - განაცხადა მინისტრმა.
მანვე აღნიშნა, რომ წარმოების დაწყება პარტნიორებზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით, უნიტარული ვაზნის მიწოდების თვალსაზრისით, რომელიც უკრაინაში არ იწარმოება.
როგორც ცნობილია, გენერალური შტაბის მონაცემებით, უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი უზრუნველყოფს გარკვეული ტიპის საბრძოლო მასალის წარმოების დაახლოებით 20%-ს, ზოგიერთ შემთხვევაში კი, ეს მაჩვენებელი 50%-ს აღწევს.