გერმანიამ სულ 4 მილიარდ ევროზე მეტის მოცულობის რუსული აქტივები დაბლოკა. ამის შეახებ გერმანიის ფინანსთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებით, დეკემბრის დასაწყისისთვის, დაახლოებით, 4,1 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივებია სანქცირებული,“ - განაცხადა პრესსპიკერმა.
გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, ეს არის „გაყინული ფული, ფიზიკური პირების ეკონომიკური რესურსები, რუსეთის ცენტრალური ბანკის დაბლოკილი ფული.“
იქედან გამომდინარე, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი ცოტა ხნის წინ დამტკიცდა, ბერლინი განმარტავს, რომ სისტემა გაფართოვდება და სანქციების გვერდის ავლის გამოვლენაზე უფრო მეტი ყურადღება გამახვილდება.