უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელების საკითხები განიხილეს.
ამის შესახებ ზელენსკიმ ტრადიციულ მიმართვაში განაცხადა.
„ცოტა ხნის წინ ვესაუბრე მის უწმინდესობას, რომის პაპ ფრანცისკეს. განვიხილეთ ჩვენი ერთობლივი მუშაობა მშვიდობის ფორმულაზე - 80-ზე მეტი სახელმწიფო პროცესში უკვე წარმომადგენლების დონეზეა ჩართული, იქნება კიდევ მეტი,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკი „მადლიერია ვატიკანის მხარდაჭერის, რომელსაც ის უკრაინული მხარის მუშაობის მიმართ იჩენს.“
ამასთან, უკრაინის ლიდერმა X-ზე განთავსებულ პოსტში ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა, რომ 80-ზე მეტი ქვეყანა უკვე ჩართულია „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელების პროცესში.
„ჩვენ განვიხილეთ ჩვენი ერთობლივი სამუშაო „მშვიდობის ფორმულის“ განსახორციელებლად,“ – განაცხადა ზელენსკიმ.