ვილნიუსის აეროპორტში ლიეტუვის მოქალაქე, რომელსაც ზურგჩანთაზე რუსული ცნობილი „ვაგნერ“ ჯგუფის ლოგო ჰქონდა გამოსახული, დააჯარიმეს. როგორც მედია წერს, მას რეისზე ასვლის უფლრბაც არ მისცეს.
ინციდენტის შესახებ ინფორმაცია პირველად სოციალურ მედიაში გავრცელდა. ლიეტუვის აეროპორტების ოპერატორის სპიკერმა, ტადას ვასილიაუსკასმა განაცხადა, რომ პირი და მისი ბარგი საფუძვლიანად შეისწავლეს და საჰაერო მოგზაურობისთვის საშიში ნივთები ვერ იპოვეს. თუმცა აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლებმა პოლიცია და მესაზღვრეები „ვაგნერ“ ჯგუფის სიმბოლოს აღმოჩენის შემდეგ გამოიძახეს.
სასაზღვრო დაცვის სამსახურის სპიკერმა, გიდრიუს მიშუტისმა განმარტა, რომ კაცი ლონდონში გაფრენას აპირებდა.
„იდენტიფიცირების შემოწმების დროს მესაზღვრეებმა შეადგინეს ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ 524-ე მუხლით. (ნაცისტური, კომუნისტური და სხვა აკრძალული სიმბოლოების ჩვენება) აღნიშნა მიშუტისმა.