რუსეთის იერიშების დროს კიევში, ლვოვში, დნიპროში, ხარკოვსა და ოდესაში მოქალაქეები დაშავდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, 29 დეკემბერს, ღამით, უკრაინის ტერიტორიებზე თავდასხმის თვითმფრინავებითა და რაკეტებით იერიშები მიიტანეს.
ლვოვში ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, იტყობინება გუბერნატორი მაქსიმ კოზიცკი. ლვოვის მერმა ანდრეი სადოვიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ დაშავებულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. დანარჩენ რეგიონებში ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
კიევში, სულ მცირე, 7 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა მრავალი საცხოვრებელი კორპუსი, ხოლო მეტროსადგურზე დარტყმა მოხდა დილის უპილოტო და სარაკეტო თავდასხმების დროს.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, ლვოვში საწყობი დაიწვა.
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ რუსული თავდასხმები მოიცავდა ჰიპერბგერით, ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს. მანამდე, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა უკრაინის ჩერნიგოვის, მიკოლაივის და ოდესის რეგიონებში თავდასხმის თვითმფრინავების რამდენიმე ჯგუფი გაუშვა.
ხანძარი ოდესაში მრავალსართულიან შენობაში დრონების გაშვების შემდეგ გაჩნდა.