ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გასწვრივ ტრანზიტის დრო, რომელიც ასევე ცნობილია როგორც შუა დერეფანი, 38-53 დღიდან 18-23 დღემდე შემცირდა.
2024 წელს იგეგმება ამ პერიოდის 14-18 დღემდე შემცირება, მათ შორის, ყაზახეთის ტერიტორიაზე - 6-დან 5 დღემდე. ინფორმაციას ყაზახური მედია ავრცელებს.
2023 წლის პირველ ცხრა თვეში ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 88%-ით გაიზარდა და მან 2 მილიონ ტონას მიაღწია.
2022 წლის პირველ ცხრა თვეში ეს მაჩვენებელი 1,1 მილიონ ტონას შეადგენდა. მარშრუტის გასწვრივ ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 2022 წელს 2,5-ჯერ გაიზარდა და მან 1,5 მლნ ტონა შეადგინა. მისი მთლიანი გამტარუნარიანობა წელიწადში 5,8 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს.