„როგორც ჩანს, რუსული რაკეტა პარასკევს NATO_ს წევრი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა, განაცხადა პოლონელმა გენერალმა მას შემდეგ, რაც გაურკვეველი საჰაერო ობიექტი დაფიქსირდა, უკრაინაზე რუსეთის მძიმე თავდასხმის ფონზე.
რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე 40 კილომეტრის სიღრმეში შემოვიდა და სამი წუთი მანევრირებდა. კლიშჩმა აღნიშნა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ფრენის მთელ გზას პოლონეთის რადიოლოკაციური სისტემები ადევნებდნენ თვალს.
„მანევრებთან, რომლებსაც ის ახორციელებდა, და პოლონური საჰაერო სივრციდან მის გაფრენასთან დაკავშირებით მე, როგორც ოპერატიულ მეთაურს, არანაირი გადაწყვეტილებები არ მიმიღია ამ ობიექტთან დაკავშირებით," - განაცხადა კლიშჩმა.
მანვე აღნიშნა, რომ მოგვიანებით რაკეტა უკრაინის საჰაერო სივრცეში დაბრუნდა.