გერმანია: უკრაინას ერთი სანტიმეტრითაც არ დავშორდებით

“2024 წელსაც უკრაინას ერთი სანტიმეტრითაც არ დავშორდებით,“ - ამის შესახებ განცხადებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე წერს.

„ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთს კვლავ მოაქვს ტერორი მთელ უკრაინაში. 100-ზე მეტმა რაკეტამ და დრონმა, სხვა ყველაფერთან ერთად, სამშობიარო გაანადგურეს და ხალხს სიცოცხლე წაართვეს. 2024 წელსაც უკრაინას ერთი სანტიმეტრითაც არ დავშორდებით,” - ნათქვამია განცხადებაში.