უკრაინის პრეზიდენტი ავდიივკაში ჩავიდა. ზელენსკი შეხვდა 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცებს და გაეცნო ადგილზე არსებულ ვითარებას.
ზელენსკიმ სამხედროები დააჯილდოვა.
ავდიივკა, რომელიც დონეცკის ოლქში მდებარეობს, ფრონტის ხაზის ერთ-ერთი ცხელ წერტილია
„მადლობა ყველას, ვინც ფრონტის ხაზზე დგას, გაწეული სამსახურისთვის, ამ წლისთვის, რომელიც მთელმა ქვეყანამ გადაიტანა ასეთი ჯარისკაცების წყალობით. მათ, ვინც ყველაფრის მიუხედავად იცავს ჩვენს ქვეყანას. ვინც საბრძოლო შედეგს ყოველდღე იძლევა," აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.