მსოფლიოში ყველაზე გრძელი ელექტრო კაბელი ბრიტანეთსა და დანიას დააკავშირებს

764 კილომეტრიანი Viking Link წყალქვეშა ელექტრო კაბელი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელი კაბელია, პარასკევს, 29 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთისა და დანიის ენერგეტიკულ სისტემებს დაუკავშირდა.

Viking Link კაბელი პირველია, რომელიც ბრიტანეთს დანიასთან აკავშირებს. ის დანიის ქარის ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნვლყოფს 2,5 მილიონი ოჯახისთვის.

1,7 მილიარდი ფუნტის ღირებულების Viking Link ინტერკონექტორი დანიიდან 475 მილის (764 კმ) მანძილზე გადაიჭიმა და Bicker Fen-ის ქვესადგურს ქალაქ ბოსტონთან ახლოს, ლინკოლნშირში (ინგლისი) დაუკავშირდება.

სიმძლავრე 800 მეგავატია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შეიძლება, მისი სიმძლავრე 1400 მეგავატამდეც გაიზარდოს.

ამ შემთხვევაში, კაბელს შეუძლია, ელექტროენერგიის გადაცემა ორ ქვეყანას შორის, იმისდა მიხედვით, თუ რომელი მიმართულებით უბერავს ქარი.

კაბელზე მუშაობა 2019 წელს დაიწყო და ის მეექვსეა, რომელიც დიდ ბრიტანეთს ევროპასთან აკავშირებს.