პოლონეთი რუსული რაკეტის მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ გამოძიებას აგრძელებს, - ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ცნობით, გამოძიების მიზანია დაადგინოს, ჩამოვარდა თუ არა რუსული რაკეტის რომელიმე ნაწილი პოლონეთის ტერიტორიაზე.
„ძიების მიზანია საბოლოოდ დაადასტუროს ის, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე ობიექტის არც ერთი ელემენტი არ რჩება. ჯარისკაცები მოქმედებებს ზამოსცის სამხრეთ-აღმოსავლეთით განახორციელებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 29 დეკემბერს პოლონეთის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსულმა რაკეტამ დაარღვია.