რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
„რუსეთის გუშინდელი თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება. თითქმის 120 ქალაქი და სოფელი - ასობით სამოქალაქო ობიექტი დაზიანდა. ამ ტერაქტის შედეგად სულ 159 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, ამ დროისთვის, სამწუხაროდ, გარდაცვლილია 39,“ - წერს ზელენსკი „ტელეგრამის“ პირად არხზე.
უკრაინის პრეზიდენტმა მაშველებს, კომუნალური მომსახურების მუშაკებსა და პოლიციელებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა პირადად მადლობა გადავუხადო მსოფლიოს ყველა ლიდერს, პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, რომლებმაც ეს თავდასხმა დაგმეს. მადლობა უამრავი ქვეყნის ჟურნალისტებს, რომლებიც ჩვენს ხალხს უჭერენ მხარს და რუსული ბოროტებისა და ჩვენი თავდაცვის შესახებ სიმართლეს ამბობენ,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.