გერმანული KfW უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, დამატებით, $27 მილიონს გამოყოფს

გერმანიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული KfW განვითარების ბანკი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, 24,5 მილიონ ევროს (27,1 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს.

KfW-სა და უკრაინის ენერგოოპერატორ Ukrenergo-ს მიერ 29 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმებების საფუძველზე, გერმანული ბანკი 24 მილიონ ევროს (26,5 მილიონი აშშ დოლარი) სესხს და 500,000 ევროს (553,000 აშშ დოლარი) გრანტს გასცემს.
 
„გერმანია აგრძელებს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და გაძლიერების მხარდაჭერას რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზარალებულ უკრაინის რეგიონებში,“ - წერია KfW-ის განცხადებაში.