უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის წლის ბოლოს შეხვედრა გამართა. შეხვედრისას უკრაინის თავდაცვის ძალების 2024 წლის სტრატეგია განსაზღვრეს. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ჩვენ შევაჯამეთ წლის სამხედრო შედეგები. გავაანალიზეთ საბრძოლო მოქმედებების შედეგები და ჩვენი გადაწყვეტილებები. რა გავაკეთეთ სწორად და რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად. ამ დასკვნების, პროგნოზებისა და ჩვენი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ჩვენ განვსაზღვრეთ თავდაცვის ძალების სტრატეგია მომავალი წლისთვის,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ წელს უკრაინამ უკან არცერთ სექტორში არ დაიხია, აღადგინა კონტროლი ზღვაზე და ცა უფრო უსაფრთხო გახადა.
„ჩვენ ვაგრძელებთ გუნდურად მუშაობას. მადლობა ყველას, ვინც ყველაფერს აკეთებს უკრაინის გამარჯვებისთვის,“- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.