დენიელ ფრიდი: ვისურვებდი, რომ საქართველომ მის მიერ არჩეულ გზაზე პროგრესს მიაღწიოს, რათა ევროპის ნაწილი გახდეს

Europetime-თან აჯამებს 2023 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დენიელ ფრიდი და ქვეყანას 2024 წლისთვის ევროპულ გზაზე წინსვლას უსურვებს.

  • ის ხაზს უსვამს რომ ქართველმა ხალხმა ეროვნულ მიზნად დაისახა ევროპა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დენიელ ფრიდი: ვისურვებდი, რომ საქართველო მის მიერ არჩეულ გზაზე წინ წავიდეს, რათა ევროპის ნაწილი გახდეს. გარემოებები რთულია.

საქართველო ლამაზი ქვეყანაა, რთული გეოგრაფიული მდებარეობით - ევროპის ნაწილი რუსეთის მეზობლად. ეს პრობლემაა. და, კვლავ პრობლემად დარჩება, ვიდრე კრემლში, ხელისუფლებაშია პუტინი, შესაძლებელია - შემდგომშიც. თუმცა საქართველო მაინც დამოუკიდებელი ქვეყანაა და მას შეუძლია, თავის გზას გაჰყვეს.


როგორც ჩანს, ქართველმა ხალხმა ეროვნულ მიზნად დაისახა ევროპა და იმედი მაქვს, წარმატებასაც მიაღწევს. ამის დანახვა სასიამოვნო, მათი დახმარება კი, დიდ პატივი იქნებოდა.

ვფიქრობ, ჩემი ქვეყანა და ამერიკის მთავრობა ამ შეხედულებას იზიარებს, მაგრამ ბევრი რამ თავად ქართველებზეა დამოკიდებული. ევროკავშირმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.


მჯერა, რომ ეს იყო ჟესტი ქართველი ხალხისა და ქართული საზოგადოების მიმართ. ახლა ამ გზის გავლა საქართველოზეა დამოკიდებული და იმედი მაქვს, რომ ქვეყანა რთული გარემოებების მიუხედავად, წარმატებას მიაღწევს.