ზელენსკი: ყველა რუსული რაკეტისთვის ტერორისტული სახელმწიფო პასუხს აგებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთის მიერ ხარკოვზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა რუსული რაკეტისთვის ტერორისტული სახელმწიფო პასუხს აგებს.


„ხარკოვში ახლა კიდევ ერთი სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ყველა ასეთი იერიშისთვის ხარკოვის რეგიონში, ხერსონის რეგიონში, დონეცკის და ზაპოროჟიეს ქალაქებსა და სოფლებში, ყველა იერიშისთვის ოდესაში, სუმში, კიევში, ყველა ჩვენს ქალაქში, ყველა "შაჰიდისთვის," ყველა რუსული რაკეტისთვის ტერორისტული სახელმწიფო პასუხს აგებს პოლიტიკურადაც და პრაქტიკულადაც," - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიში რაკეტებითა და დრონებით მიიტანეს. დაშავდა სულ მცირე, 26 ადამიანი.