ისრაელის უზენაესმა სასამართლომ მთავრობის მიერ მიღებული სასამართლო რეფორმის კანონი გააუქმა

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ მთავრობის მიერ მიღებული სასამართლო რეფორმის კანონი გააუქმა. შესაბამის ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონი უნდა გაუქმდეს, რადგან იგი ისრაელის დემოკრატიას სერიოზულ და უპრეცედენტო ზიანს აყენებს.

კანონი, რომელიც უზენაესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, ისრაელის მთავრობამ გასული წლის ივლისში მიიღო. კანონი უზენაეს სასამართლოს მთავრობის გადაწყვეტილებების ზედამხედველობის უფლებას ართმევდა.

საბოლოოდ, სასამართლომ კანონი 8 ხმით 7-ის წინააღმდეგ გააუქმა.

შეგახსენებთ, გასულ წელს, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ, საპროტესტო აქციები გაიმართა.