ამოქმედდა ნორვეგიის მთავრობის მიერ შემოღებული წესი, რომელიც უკრაინისთვის იარაღის და თავდაცვასთან დაკავშირებული პროდუქციის პირდაპირ მიყიდვას შესაძლებელს ხდის.
„რუსეთის აგრესიის ომი საფრთხეს უქმნის უკრაინას, როგორც სახელმწიფოს და ერს. უმნიშვნელოვანესია გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ნორვეგიის და ევროპის უსაფრთხოებისთვის," ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი, ესპენ ბართ ეიდე.
მისივე თქმით, წესის ცვლილება ნორვეგიულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართონ საექსპორტო ლიცენზიებისთვის, საიმისოდ, რომ ამგვარი პროდუქცია უკრაინას მიყიდონ - და ყოველი ასეთი შემთხვევა ცალ-ცალკე იქნება განხილული.