უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის ფონზე, პოლონეთმა F-16-ები და მოკავშირეთა საჰაერო ტანკერი აამოქმედა

უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის გამო, პოლონეთმა F-16-ები ააფრინა. შესაბამის განცხადებას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.

პოლონეთმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ საზღვარზე ოთხი F-16 მოიერიშე თვითმფრინავი გაგზავნა, რათა დაიცვას თავისი საჰაერო სივრცე მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაზე დარტყმები განახორციელა.


„პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ორი F-16 გამანადგურებელი და მოკავშირეთა საჰაერო ტანკერი ამოქმედდა,“ - ნათქვამია პოლონეთის არმიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უკრაინაში რუსეთის მასიური შეტევის პარალელურად, პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვა. ვარშავა გამოძიებას აწარმოებს. მანამდე კი, ვარაუდობენ, რომ რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიის 40-კმ-ის სიღრმეში შეიჭრა. NATO-ს წევრი პოლონეთი კიევის მოკავშირეა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.

განახლება: პოლონეთმა რუსეთის მხრიდან საფრთხის გამო ამოქმედებული F-16-ები კვლავ ბაზაზე დააბრუნა.