BBC-ის ინფორმაციით, ტოკიოს ჰანედის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.
მაუწყებელ NHK-ის კადრებში ჩანს, რომ ცეცხლი თვითმფრინავის ფანჯრებზეც ჩანს და სატრანსპორტო საშუალების ქვეშაც არის მოდებული. NHK ხელისუფლებაზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ თვითმფრინავი შესაძლოა, სხვა საფრენ აპარატს შეეჯახა ჰანედაში დაშვების შემდეგ.
- გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავი სამგზავრო თვითმფრინავს შეეჯახა.
- თვითმფრინავი ჩრდილოეთ იაპონიაში, ჰოკაიდოდან აფრინდა.
Japan Airlines-ის სპიკერმა განაცხადა, რომ თვითმფრინავში 300-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, როდესაც ინციდენტი მოხდა. NHK იუწყება, რომ 367-ვე მგზავრმა გაქცევა მოახერხა.
მასალა განახლდება