ფაშინიანმა საახალწლო მიმართვისას „მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზაციაზე“ ისაუბრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საახალწლო მიმართვაში ბოდიში მოუხადა მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილებსა და სომხეთის მოქალაქეებს და მეზობლებთან „ურთიერთობების ნორმალიზაციაზე“ ისაუბრა.


„ჩვენ შევძელით და შეგვიძლია ჩვენი სახელმწიფოს, სომხეთის რესპუბლიკის გაძღოლა დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების უკიდურესად რთულ გზაზე. ჩვენ ამ გზის უმეტესი ნაწილი გავიარეთ, მაგრამ ჩვენ ვართ დაზღვეული ახალი განსაცდელებისა და სირთულეებისგან.“

„ასევე მსურს, ბოდიში მოვუხადო ყველა თქვენგანს სომხეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, მთიანი ყარაბაღიდან ჩვენს ყველა დასა და ძმას, რომლებიც ლტოლვილებად იქცნენ, იმ ტკივილისათვის, რაც ბოლო წლებში გამოიარეთ.


„ბოდიშს გიხდით არა იმიტომ, რომ რაიმე დანაშაული მიმიძღვის თქვენ წინაშე, ან რაიმე ვალდებულება, ან პირობა დამავიწყდა ერთი წუთითაც კი, არამედ იმიტომ, რომ ვიცი, რას გრძნობთ - და მეც იმავეს ვგრძნობ.

„მაგრამ ამ გრძნობამ არ შეიძლება, ხელი შემიშალოს ჩემი, როგორც ქვეყნის მეთაურის, მოვალეობების შესრულებაში, რაც ნიშნავს, რომ ყოველი გადაწყვეტილება სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია, შევიმუშაოთ რეგიონში ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ფორმულები და გავაგრძელებთ ამ გზით მუშაობას სახელმწიფოსთვის, მომავლისთვის, მომავალი თაობებისათვის,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.