ბლინკენმა და ქემერონმა იმსჯელეს, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ უკრაინის შემდგომი დახმარება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა, ასევე ღაზის სექტორში არსებული სიტუაცია და წითელ ზღვაში გემების უსაფრთხოების საკითხი განიხილეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თანამოსაუბრეებმა განიხილეს "აშშ-დიდი ბრიტანეთის მცდელობები, რათა დაეხმაროს უკრაინას დაიცვან თავი რუსეთის აგრესიისგან."


გარდა ამისა, ბლინკენმა და კამერონმა ხაზი გაუსვეს „კოლექტიური მრავალმხრივი მოქმედების მნიშვნელობას გლობალური ინტერესების წინააღმდეგ საფრთხის აღმოსაფხვრელად, რომელიც გამოწვეულია ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების თავდასხმებით წითელ ზღვაში, კომერციულ გემებზე.“


სახელმწიფო მდივანმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განიხილეს ისრაელ-ჰამასის კონფლიქტი, მათ შორის სამოქალაქო დაცვის გაუმჯობესების აუცილებლობა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.