საქართვლოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბელგიას ევროკავშირის საბჭოს წარმატებულ თავმჯდომარეობას უსურვებს, როცა „საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე პროგრესს განიცდის.“
შესაბამისი პოსტი სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ პლატფორმა X-ზე განათავსა.
„მოუთმენლად ველი თანამშრომლობის გაძლიერებას ამ ვადის განმავლობაში, მაშინ, როცა საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე პროგრესს განიცდის," - წერს ზურაბიშვილი.