„ჰამასმა“ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის დაღუპვა დაადასტურა

ისრაელის, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ-არური ლიბანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. 2 იანვარს გავრცელებული ეს ინფორმაცია დაადასტურა „ჰამასმა“, რომლის მონაცემებით, მოკლულია კიდევ 2 მეთაური და ორგანიზაციის 4 სხვა წევრი.

გავრცელებული ინფორმაცით, აფეთქება 2 იანვარს მოხდა “ჰამასის“ ოფისში, რომელიც ბეირუთის გარეუბან დაჰიაში მდებარეობს.


57 წლის სალეჰ ალ-არური ჰამასის იერარქიაში მეორე პირად ითვლებოდა. მის მკვლელობაში „ჰამასმა“ ისრაელი დაადანაშაულა. ისრაელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი ოფიციალურად არ დაუდასტურებია. ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიმ მიკატიმ აფეთქებას უწოდა დანაშაული, რომელიც მიმართულია ლიბანის ჩართვისკენ ისრაელთან კონფრონტაციის ახალ ფაზაში.

7 ოქტომბერს „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.