ევროკავშირმა რუსეთის სახელმწიფო კომპანია „ალროსას“ და მისი გენერალურ დირექტორს ძვირფასი ქვების იმპორტის აკრძალვის სახით, სანქციები დაუწესა.
ევროკავშირმა შავ სიაში შეიყვანა „ალროსა,“ რომელიც მსოფლიოში ალმასის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა და მისი ხელმძღვანელი, პაველ მარინიჩევი.
სანქციები გულისხმობს ევროკავშირში აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას.
„ალროსაზე“ მოდის რუსეთში ალმასის მოპოვების 90 პროცენტი, რომლის საფინანსო მოცულობა 2022 წელს 4 მილიარდს უდრიდა.
„ალმასის მრეწველობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთის ეკონომიკისთვის, რადგან ეს არის ქვეყნიდან არანედლეულის ყველაზე დიდი ექსპორტი,” - ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.