რაც უფრო მეტ რუსს ავიყვანთ ტყვედ, მით უფრო ეფექტური იქნება მოლაპარაკებები გაცვლაზე - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტყვეთა გაცვლაზე გააკეთა კომენტარი. მან ამ პროცესის ეფექტიანად წარმართვის ასპექტზე მიუთითა. 

„დღეს, მიუხედავად ყველა გამოწვევისა, დიდი ხნის ნანატრი კარგი ამბავია. დიდი პაუზა იყო, გაცვლებთან დაკავშირებით. მოლაპარაკებებში პაუზა არ ყოფილა. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ვცდილობთ მედიაციის ყველა ვარიანტს. ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე, რომელსაც შეუძლია, დაეხმაროს საქმეს, ჩვენ ვაყენებთ ჩვენი ტყვეების დაბრუნების საკითხს. და ჩვენ ასე გავაგრძელებთ, ყველა ჩვენი მოქალაქის დასაბრუნებლად.


მადლობას ვუხდი მთელ გუნდს, რომელიც მუშაობდა და მუშაობს გაცვლის გასაგრძელებლად! ბუდანოვი, ერმაკი, იუსოვი, მალიუკი, კლიმენკო. და რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს მეომარს ფრონტის ხაზზე, ვისაც ტყვედ აყავს ოკუპანტები და ავსებს ჩვენს გაცვლით ფონდს. რაც უფრო მეტ რუსს ავიყვანთ ტყვედ, მით უფრო ეფექტიანი იქნება მოლაპარაკებები გაცვლაზე,“ აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, უკრაინამ დღეს რუსული ტყვეობიდან 200-ზე მეტი უკრაინელი გაათავისუფლა.