NATO-მ NATO-უკრაინის საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვაზე უკრაინის თხოვნას მხარი დაუჭირა.
სხდომა რუსეთის მასიური რაკეტებისა და დრონების თავდასხმების საპასუხოდ ჩაინიშნა.
შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სოციალური პლატფორმა X-ზე გააკეთა.
„ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იქნება. ეს არის ევროატლანტიკური ერთიანობის მნიშვნელოვანი ნიშანი რუსული ტერორის ესკალაციის ფონზე,“ წერს კულება.
2024 წლის 2 იანვრის დილას უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის შემდეგ 250-ზე მეტი სამოქალაქო ობიექტი დაზიანდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა ხუთი და დაშავდა 130 ადამიანი. მანამდე, 29 დეკემბერს რუსეთის მასიურ თავდასხმას ასევე მოჰყვა მსხვერპლი, მათ შორის, დედაქალაქ კიევში.