ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა, გააგრძელოს უკრაინელი ლტოლვილების დახმარება, რომლებიც ქვეყანაში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საელჩომ გამოაქვეყნა.
საელჩოს ცნობით, ეს გადაწყვეტულება მიღწეულია სამთავრობო დაწესებულებებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების შემცირების წყალობით.
უკრაინის ელჩმა ისრაელში ევგენ კორნიჩუკმა ისრაელის მთავრობას ასეთი გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა.
„ისრაელის მთავრობამ, რა თქმა უნდა, საახალწლოდ საინტერესო საჩუქარი გაუკეთა უკრაინელ ლტოლვილებს ისრაელში. მადლობას ვუხდი მთავრობას მათი სახელით ამ ჟესტისთვის," - განაცხადა ელჩმა.