ბორელი და პოლონელი მინისტრი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის დახმარების საკითხი განიხილეს.


როგორც ბორელი სოციალუ პლატფორმა X-ზე წერს, საუბრის დროს მათ „გაიზიარეს შეშფოთება უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმების გაზრდის შესახებ.“

მხარეებმა ასევე განიხილეს სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ ზომების გაძლიერების გზები.

„შევთანხმდით უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით და საზენიტო რაკეტებით. ჩვენ ასევე განვიხილეთ სანქციების გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომების გაძლიერების გზები, ვინაიდან მესამე ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაზრდილი ევროპული ექსპორტით შეიძლება, რუსეთში რეექსპორტი განხორციელდეს,“ - წერს ბორელი.