სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედროებმა ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. ინფორმაციას სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
ერთობლივი წვრთნები 110-ზე მეტ მსხვილ საბრძოლო იარაღს, მათ შორის სამხრეთ კორეის არმიის ტანკებსა და საზენიტო არტილერიას, ასევე, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებსა და ჯავშანტექნიკას მოიცავდა.
სამხრეთ კორეის არმიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის საზღვართან წვრთნები 29 დეკემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა.
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეისა და აშშ-ის მიერ ჩატარებული სამხედრო წვრთნები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სამხრეთ კორეამ ახალი წელი თვითდესტრუქციული ქმედებებით დაიწყო.