კიევმა წარმოადგინა ხუთი ნაბიჯი, რომლითაც “დასავლეთს შეუძლია, უკრაინას რუსეთის დამარცხებაში დაეხმაროს“

საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოუწოდა დასავლურ დემოკრატიებს, დააჩქარონ გადაწყვეტილების მიღება, რათა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომში. ამის შესახებ დიმიტრო კულებამ CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა. კულებამ ხაზი გაუსვა, რომ მის მიერ ჩამოთვლილი ხუთი ნაბიჯი, რომლებსაც ის დასავლეთისგან ელის, დაეხმარება უკრაინას რუსეთის დამარცხებაში.


შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს კულებამ გამოაქვეყნა ხუთი ნაბიჯის სია, რომელიც დასავლეთმა უნდა გადადგას რუსეთის აგრესიის საპასუხოდ.

კერძოდ: დააჩქაროს უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვისა და საბრძოლო მასალის მიწოდება. უზრუნველყოს უკრაინა ყველა ტიპის საბრძოლო დრონებით; რაკეტებით 300 კმ-ზე მეტი დისტანციით; დაამტკიცოს გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის დასახმარებლად; რუსი დიპლომატების იზოლირება შესაბამის დედაქალაქებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.