რუსეთის აეროდრომზე SU-34 ტიპის ბომბდამშენი დაიწვა - მედია

რუსეთში, ჩელიაბინსკში, „შაგოლის“ აეროდრომზე „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი დაიწვა. ინფორმაციას უკრაინული მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვადასტურებთ, რომ მტრის თვითმფრინავი დაიწვა,“ - აცხადებს წყარო.

მისივე თანახმად, მომხდარის უკან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო დგას.