თურქული კომპანია უკრაინაში, ანტონოვის აეროპორტში ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბის შექმნას გეგმავს

თურქული კომპანია Mabtec Engineering and Consultancy კიევის მახლობლად მდებარე ანტონოვის აეროპორტში ლოგისტიკური და სატრანსპორტო კვანძის აშენებას გეგმავს.

ამის შესახებ უმაღლესი რადას ეკონომიკური განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრო კისილევსკიმ განაცხადა.


„იგეგმება თანამედროვე ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბის აშენება, რომელიც ოპერირებას დაიწყებს უკრაინის საჰაერო სივრცის გახსნის შემდეგ“, - წერს კისილევსკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.


როგორც ცნობილია, 2023 წლის 19 დეკემბერს Mabtec Engineering and Consultancy-მა ანტონოვის აეროპორტის რეკონსტრუქციის კონცეფციის შემუშავების დაწყების შესახებ გამოაცხადა.

თურქული კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ პორტფოლიოში ჩამოთვლილია მრავალი პროექტის შესახებ მათ შორის, სტამბოლის გოკჩენის აეროპორტში, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში, ასევე ერაყში, ავღანეთსა და აზერბაიჯანში.