საპატრიარქო: მის უწმინდესობას დაბადების დღე მიულოცეს მღვდელმთავრებმა, სამღვდელოებამ, მონოზვნებმა, მრევლის წარმომადგენლებმა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს 91 წელი შეუსრულდა. საპატრიარქოს ცნობით, მის უწმინდესობას დაბადების დღე მიულოცეს მღვდელმთავრებმა, სამღვდელოებამ, მონოზვნებმა, მრევლის წარმომადგენლებმა.


„მათ ჩვენი ეკლესიის მამამთავარს მადლობა გადაუხადეს ათწლეულების მანძილზე ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და დალოცა სრულიად საქართველო,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.