დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდების უზრუნველყოფა უკრაინის ნომერ პირველი პრიორიტეტია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„ამ დღეებში ჩვენი ქვეყნის ბევრ რეგიონში – სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში განხორციელდა მასიური სარაკეტო დარტყმები, მუდმივი თავდასხმები „შაჰედებით“. აშკარაა, რომ ტერორისტული სახელმწიფოს ლიდერები ცდილობდნენ, გამოეყენებინათ ეს საახალწლო დღესასწაულები, ამ წლის პირველი დღეები ჩვენი სულისკვეთების გასატეხად. ჩვენი ცის დამცველები ყველაფერს აკეთებენ ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად. ჩვენი დიპლომატების მთელი გუნდი, ყველა, ვინც პასუხისმგებელია პარტნიორებთან კომუნიკაციაზე, უკრაინის წარმომადგენლები საზღვარგარეთ, ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდება უკრაინისთვის. ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი,“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მანვე აღნიშნა, რომ მთავარი პრიორიტეტია მეომრების მხარდაჭერის ახალი პაკეტები.
„მადლობელი ვარ ყველა ჩვენი პარტნიორის, რომლებიც უკვე აყალიბებენ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს,“ - განმარტა ზელენსკიმ.