აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში არ სჯერათ, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში რაიმე უპირატესობას იძენს და ფიქრობს, რომ უკრაინა საბოლოოდ გამოვა ომიდან, როგორც დამოუკიდებელი და ძლიერი ქვეყანა გაუმჯობესებული ეკონომიკით.
ამის შესახებ სპიკერმა მეთიუ მილერმა ხუთშაბათს, 4 იანვარს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კითხვას, მიუთითებს თუ არა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რომ ომი რუსეთის სასარგებლოდ ტრიალდება, მილერმა უპასუხა: „ამას საერთოდ არ ვიტყოდი.“
მან გაიხსენა, რომ პუტინის რეალური მიზნები უკრაინის წინააღმდეგ ომში მეზობელი ქვეყნის „ტოტალური დაპყრობის“ მიღწევა იყო. მაგრამ მისი გეგმა თავიდანვე ჩაიშალა. უკრაინამ გაათავისუფლა ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი, რომელიც რუსეთმა ომის პირველ კვირებში დაიპყრო და შავ ზღვაში მშვიდობიანი ნავიგაცია განაახლა.