იაპონია გეგმავს, რომ უკრაინას მიაწოდოს ბიოსაწვავის წარმოების ტექნოლოგია, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყნის აღდგენას რუსეთთან ომის შემდეგ. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ Kyodo News-ი იაპონიის მთავრობის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
„გეგმა წარდგენილი იქნება მომავალ თვეში, ტოკიოში, ორი ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრაზე, სადაც უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის საკითხები განიხილება, ნათქვამია სტატიაში.
ტოკიო ელის, რომ ბიოსაწვავის ტექნოლოგია უკრაინაში ახალ ინდუსტრიას შექმნის.
როგორც ცნობილია, იაპონია უკრაინას ფინანსური დახმარების მხრივ, სიდიდით მესამე დონორია. 2023 წელს უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა 3,7 მილიარდი აშშ დოლარი შეღავათიანი დაფინანსებისა და გრანტების სახით მიიღო.