სამხრეთ კორეის დაზვერვა კიმ ჩენ ინის სავარაუდოდ მემკვიდრედ მის ქალიშვილს მიიჩნევს

სამხრეთ კორეა კიმ ჩენ ინის ქალიშვილს მის სავარაუდო მემკვიდრედ მიიჩნევს. სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა კიმ ჩენ ინის შესაძლო მემკვიდრის შესახებ ინფორმაცია პირველად გაავრცელა. 10 წლის ჯუ აე მამასთან ერთად აქტიურად ესწრება სამხედრო აღლუმებს და სამხედრო ტესტირებებს.

კიმ ჩენ ინის მამა კიმ ჩენ ირი ქვეყანას 1994 წლიდან მართავდა. ის 2011 წელს გარდაიცვალა.


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, კიმ ჩენ ინის რეჟიმის პირობებში ჩრდილოეთკორეელები არიან „ადამიანის უფლებების სისტემატური, ფართოდ გავრცელებული და ყოვლისმომცველი დარღვევის მსხვერპლები“, ხოლო რეჟიმი ცდილობს „მისი მოქალაქეების ცხოვრების ყველა ასპექტის დამორჩილებასა და მათ შინაგან ტერორს ახორციელებს“