უკრაინა ტესტავს სახმელეთო რობოტს, რომელსაც ცხელ წერტილებში ამოცანების შესრულება შეუძლია

უკრაინა უპილოტო რობოტს (D-21-11) ცდის. უკრაინის ვიცე-პრემიერისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მიხაილო ფედოროვის თქმით, მანქანა აღჭურვილია ავტომატურად მბრუნავი ჯავშნიანი კორპუსით და მას ცხელ წერტილებში საბრძოლო მისიების შესრულება შეუძლია. მაგალითად - დაზვერვა, თავდასხმა ან პოზიციების დაცვა

კერძოდ, მანქანას შეუძლია ჯარისკაცებისთვის საბრძოლო მასალის ან მომარაგების უზრუნველყოფა.


უკრინას რობოტში NATO-ს იარაღის ინტეგრირება და მტრის ელექტრონული ომის მიმართ მისი წინააღმდეგობის გაძლიერება სურს. უკრაინული გუნდი ამჟამად წარმოების გაფართოებაზე მუშაობს. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ისეთი ძლიერი და ეფექტიანი უნდა გახდეს, რომ რუსეთმა იცოდეს - ყველა თავდასხმას პასუხი მოჰყვება. ამისათვის კი, შიდა იარაღის წარმოების გაზრდაა საჭირო.


უკრაინა უკვე აწარმოებს შორი მოქმედების იარაღს. მაგალითად, ექსპერტებმა მოახერხეს შორ მანძილზე მოქმედი ნეპტუნის რაკეტის ახალი ვერსიის შემუშავება. კერძოდ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დაიწყო დრონების მასობრივი წარმოება, რომლებიც ირანული „შაჰედების“ ერთგვარი ანალოგია. სტრატეგიული ინდუსტრიის მინისტრის, ალექსანდრ კამიშინის განცხადებით, უკრაინამ მნიშვნელოვნად გაზარდა საბრძოლო მასალის წარმოება.