ზელენსკი: ამ წლის გაძლება მთლიანად ამ ომის გაძლებას ნიშნავს

„ამ წლის გაძლება მთლიანად ამ ომის გაძლებას ნიშნავს,“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრანის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანი დროა, „ბევრ რამეში გადამწყვეტი.“


„ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი უცვლელი რჩება - უზრუნველვყოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია უკრაინის თავდაცვისთვის და ჩვენი აქტიური ოპერაციებისთვის. საბრძოლო მასალა, დრონები, აღჭურვილობა, პერსონალი. ამ წლის გაძლება ნიშნავს მთელი ამ ომის გაძლებას. კრიტიკული მნიშვნელობის და გადამწყვეტი დროა.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამას იაზრებს, ვინც ეხმარება სახელმწიფოს, უფრო ძლიერი გახდეს, ხოლო ჩვენს მებრძოლებს - მტრის განადგურების შესაძლებლობა ჰქონდეთ,” - განაცხადა ზელენსკიმ. მან მადლობა გადაუხადა გერმანიას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტისთვის.

„ეს საჰაერო თავდაცვის რაკეტებია, 155 კალიბრის არტილერია, ასევე სხვა აუცილებელი რაღაცები. მადლობა. ძალიან დროული პაკეტია. ჩვენი სხვა პარტნიორებისგანაც ველით ასეთ ნაბიჯებს, კერძოდ შეერთებული შტატებისგან, რათა ამ ზამთრისგან, როგორც წინასგან, რუსულმა ტერორმა ვერაფრის მოგება ვერ შეძლოს,” - განაცხადა ზელენსკიმ.