პენტაგონის პრესსპიკერის პეტ რაიდერის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი პირველი იანვრის შემდეგ საავადმყოფოში იმყოფება.
მისი ინფორმაციით, „ოსტინი არჩევითი სამედიცინო პროცედურის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების გამო, უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.“
პენტაგონის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ოსტინი საავადმყოფოში რჩება და მისი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს.
მას არ დაუზუსტებია, რა სამედიცინო პროცედურა დასჭირდა ლოიდ ოსტინს, ან რა გართულებები მოჰყვა ჩატარებულ პროცედურებს.