უკრაინელებმა მიკოლაივისა და ხმელნიცკის რაიონებში ორი რუსული შაჰედ-136/131-ის ტიპის ჩამოაგდეს.
ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადა.
„ამ ღამეს საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა მტრის ორი უპილოტო თვითმფრინავი შაჰედ-136/131, რომლებიც დამპყრობლებმა რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან გაუშვეს. ისინი ჩამოაგდეს მიკოლაივის და ხმელნიცკის რაიონებში," - ნათქვამია განცხადებაში.