უკრაინა რუსეთის მიერ გაშვებული დრონების ჩამოგდების შესახებ იუწყება

უკრაინელებმა მიკოლაივისა და ხმელნიცკის რაიონებში  ორი რუსული შაჰედ-136/131-ის ტიპის ჩამოაგდეს.

ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადა.


ამ ღამეს საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა მტრის ორი უპილოტო თვითმფრინავი შაჰედ-136/131, რომლებიც დამპყრობლებმა რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან გაუშვეს. ისინი ჩამოაგდეს მიკოლაივის და ხმელნიცკის რაიონებში," - ნათქვამია განცხადებაში.