აშშ-ში ზებგერითმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა დაშვებისას კატასტროფა განიცადა

სამხრეთ დაკოტაში, აშშ-ის სამხედრო ბაზა „ელსუორტზე“, სასწავლო-საწვრთნელი მისიის დროს კატასტროფა განიცადა ზებგერითმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა, B-1B Lancer-მა.

ბორტზე მყოფმა ეკიპაჟის ოთხმა წევრმა კატაპულტირება წარმატებით შეძლო და ყველა მათგანი გადარჩა. ინციდენტი ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებში, ყინვისა და ნისლის დროს, ცუდი ხილვადობის დროს მოხდა.


ავარიას ხანძარი მოჰყვა.

მომხდარს სამხედრო კომისია გამოიძიებს.