ევროკავშირი უკრაინის დახმარების ალტერნატიულ პაკეტს ამზადებს

ბრიუსელი უკრაინის დახმარების ალტერნატიულ პაკეტს ამზადებს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის ქვეყნები პირველი თებერვლის სამიტზე ამ ქვეყნის მხარდაჭერის ოთხწლიან პროგრამას, 50 მილიარდ ევროს ვერ დაამტკიცებენ. ამის შესახებ განაცხადა ევროპის კომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბელგიის პრემიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


„პრიორიტეტია ევროპის კავშირის 27-ვე ქვეყნის თანხმობის მიღწევა, მაგრამ ჩვენ უკვე ვმუშაობთ ოპერატიულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სხვა შემთხვევაში შეიძლება იქნას გამოყენებული," - განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ.

ფონ დერ ლაიენმა დააზუსტა, რომ ახალი წლის წინ, ევროპის კავშირმა უკრაინას გადაურიცხა 1.5 მილიარდი ევრო, რაც 2023 წლის დახმარების პროგრამის - 18 მილიარდი ევროს - ბოლო ნაწილი იყო. მას არ დაუზუსტებია ალტერნატიული პაკეტის დეტალები.


თავის მხრივ, ბელგიის პრემიერმა გამოთქვა იმედი, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდიანი ევროს დახმარების პროგრამა უპრობლემოდ შეთანხმდება. დეკემბრის შუა რიცხვებში, ბრიუსელში ჩატარებულ სამიტზე, ამ თანხის გამოყოფა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა დაბლოკა.


დეკემბრის შუა რიცხვებში, გაზეთმა Financial Times-მა, წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ევროპის კავშირის ოფიციალური პირები განიხილავენ ბუდაპეშტისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობას, რათა შეთანხმდნენ კიევისთვის დახმარების ახალ პაკეტზე. გაზეთის თანახმად, ასეთი პროცედურის ჩატარება შესაძლებელია ევროპის კავშირის ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლის თანახმად, რომელიც საშუალებას იძლევა, ხმის უფლება ჩამოერთვას ქვეყანას, ევროპული კანონმდებლობის დარღვევის გამო. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება დაბლოკოს ევროპის კავშირის წევრმა სხვა ქვეყანამ.