BBC-ის ცნობით, გერმანელი მსახიობი კრისტიან ოლივერი, 2 შვილთან ერთად, ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობის კერძო თვითმფრინავი კარიბის ზღვაში, სენტ-ვინსენტისა და გრენადინების სანაპიროსთან ჩამოვარდა, რის შედეგად პილოტი და სამივე მგზავრი, კრისტიან ოლივერი და მისი 10 და 12 წლის ქალიშვილები დაიღუპნენ.
როგორც ცნობილია, კრისტიან ოლივერი 90-იან წლებში გერმანულ სერიალებსა და ფილმებში თამაშობდა. 2002-2004 წლებში სამშობლოში პოპულარობა მოუტანა სერიალ Cobra 11-ში შესრულებულმა როლმა. მოგვიანებით კი კარიერა აშშ-ში გააგრძელა.
მას შესრულებული აქვს როლები ფილმებსა და სერიალებში: The Good German, Speed Racer, Valkyrie, The Three Musketeers, Sense8, Indiana Jones 5.