იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოკო კამიკავა დღეს უკრაინას ეწვია. ის უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებას შეხვდება.
უკრაინული მედია იაპონიის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ ვიზიტის დროს იოკო კამიკავა კიდევ ერთხელ დაუდასტურებს უკრაინულ მხარეს, რომ უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით იაპონიის თანმიმდევრული პოლიტიკა უცვლელი რჩება.
გარდა ამისა, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ აცნობებს უკრაინულ მხარეს, რომ იაპონია მტკიცედ გამოავლენს თავის ერთგულებას უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციისადმი, მჭიდრო სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის ფარგლებში და 19 თებერვალს იაპონიაში გაიმართება იაპონია-უკრაინის კონფერენცია ეკონომიკური რეკონსტრუქციის ხელშეწყობის საკითხზე და ღონისძიებას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალიც დაესწრება.