იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა შექმნას საკუთარი გაერთიანებული არმია, რომელსაც სამშვიდობო და კონფლიქტის თავიდან აცილებაში თავისი როლის შესრულება შეულია. იტალიურ გაზეთ La Stampa-სთან ინტერვიუში ტაიანიმ განაცხადა, რომ თავდაცვის სფეროში უფრო მჭიდრო ევროპული თანამშრომლობა პრიორიტეტია Forza Italia პარტიისთვის, რომელსაც ის ხელმძღვანელობს.
„თუ ჩვენ გვინდა, ვიყოთ მშვიდობისმყოფელები მსოფლიოში, ჩვენ გვჭირდება ევროპელი სამხედროები. ეს არის ფუნდამენტური წინაპირობა, რომ უზრუნველვყოთ ეფექტიანი ევროპული საგარეო პოლიტიკა," - აღნიშნა ტაიანიმ.