გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გარდა, რუსეთი ამჟამად ჰიბრიდულ ომს აწარმოებს ევროპის დიდი ნაწილის წინააღმდეგ.
„იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპა სამხედრო გზით დავიცვათ რუსეთისგან, მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს - ერთობლივი ევროპული იარაღის წარმოება,” - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ხაზი გაუსვა, რომ "უკრაინა უკვე არის და ყოველთვის იქნება ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დონორი.
„ჩვენ ვეძებთ მსოფლიოში საუკეთესო იარაღს და ტექნოლოგიებს ჩვენი და ჩვენი პარტნიორების უსაფრთხოებისთვის," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.