იაპონია უკრაინას შვიდ მაღალი ძაბვის ავტოტრანსფორმატორსა და ხუთ გაზის ტურბინას გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ მინისტრ ჰერმან ჰალუშჩენკოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოკო კამიკავას შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ავტოტრანსფორმატორები შეძენილია EBRD-ის სახსრებით, გაეროს განვითარების პროგრამისა და იაპონიის ძალისხმევის შედეგად. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეს დიდი ზომის ენერგეტიკული აღჭურვილობა გადაეცემა უკრაინას. უკრაინა მიიღებს იაპონიის მიერ შეძენილ გაზის ტურბინებს UNDP-ისა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) შუამავლობითა და მნიშვნელოვანი დახმარებით,“ - ნათქვამია განცხადებაში.
იაპონიის მიერ მოწოდებული აღჭურვილობა უზრუნველყოფს 6 მილიონზე მეტი უკრაინელის უწყვეტ ელექტრომომარაგებას, მათ შორის, იმ ტერიტორიებს, რომლებიც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმებით დაზარალდნენ.